11 ნოემბერი 2026,   14:34
ვრცლად
კობა კობალაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის გამოსაშვებ ცერემონიას - „Grad Ceremony 2026“ დაესწრო.

ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი საპატიო სტუმრები, უნივერსიტეტის რექტორი, ლექტორები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.

გამოსაშვები ცერემონია უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. კურსდამთავრებულებს, ასევე, მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.

კობა კობალაძემ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა, წარმატება და წინსვლა უსურვა. „თქვენს წინ არის უდიდესი ცხოვრებისეული გზა, სადაც ხიდებად უნდა იყოთ ერთმანეთისთვის. თქვენს უკან კი ყოველთვის იქნება - დიდი ინტელექტუალური გამოცდილებისა და ეროვნულობით აღსავსე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ნებისმიერ თქვენს გამოწვევაში, თავის კურსდამთავრებულებთან ერთად, თქვენს გვერდით იქნება. გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და, რაც მთავარია, შეგრძნებას, რომ თქვენ ხართ ღირსეული შვილები თავისუფალი, ძლიერი და ამბიციური სამშობლოსი!“ - მიმართა კობა კობალაძემ კურსდამთავრებულებს.

ცერემონიის ფარგლებში უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს კი დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს

 კობა კობალაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის გამოსაშვებ ცერემონიას - „Grad Ceremony 2026“ დაესწრო.

ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი საპატიო სტუმრები, უნივერსიტეტის რექტორი, ლექტორები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.

გამოსაშვები ცერემონია უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. კურსდამთავრებულებს, ასევე, მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.

კობა კობალაძემ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა, წარმატება და წინსვლა უსურვა. „თქვენს წინ არის უდიდესი ცხოვრებისეული გზა, სადაც ხიდებად უნდა იყოთ ერთმანეთისთვის. თქვენს უკან კი ყოველთვის იქნება - დიდი ინტელექტუალური გამოცდილებისა და ეროვნულობით აღსავსე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ნებისმიერ თქვენს გამოწვევაში, თავის კურსდამთავრებულებთან ერთად, თქვენს გვერდით იქნება. გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და, რაც მთავარია, შეგრძნებას, რომ თქვენ ხართ ღირსეული შვილები თავისუფალი, ძლიერი და ამბიციური სამშობლოსი!“ - მიმართა კობა კობალაძემ კურსდამთავრებულებს.

ცერემონიის ფარგლებში უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს კი დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.





(R)

დღის ამბები