07 ნოემბერი 2026,   10:49
ვრცლად
ქობულეთში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნა

ქობულეთში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

სერვისცენტრი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, ადგილზე, უმოკლეს ვადაში, "ერთი ფანჯრის პრინციპის" ფარგლებში, შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებები.

"ცვლილება მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და მათთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნას", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

სერვისცენტრი მოქალაქეებს ყოველდღე, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შ. რუსთაველის ქუჩა № 136გ-ში მოემსახურება.

დღის ამბები