06 ნოემბერი 2026,   17:40
ვრცლად
ევროპაც არ არის წმინდანი - ევროპამ რუსეთისგან იმაზე დიდი რაოდენობით თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა, ვიდრე რუსეთსა და აშშ-ს შორის დიზელის საწვავზე შეთანხმება ოდესმე მოიტანდა - მარკ რუტე

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ევროპელ მოკავშირეებში აშშ-სა და რუსეთს შორის დადებული დიზელის საწვავის მიწოდების შეთანხმების გამო ატეხილ "პანიკას" გამოეხმაურა.

რუტეს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გაოცებული დარჩა ამ ფაქტით, ევროპას მორალური პრეტენზიების გამოთქმის უფლება არ აქვს, რადგან თავადაც აქტიურად ყიდულობს რუსულ ენერგორესურსებს.

რუტემ აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ ევროპულ დედაქალაქებში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, თუმცა მნიშვნელოვანია საზოგადოებამ რეალობას თვალი გაუსწოროს.

"ეს მესმის, მეც გაოცებული დავრჩი, მაგრამ ევროპამ წელს რუსეთისგან იმაზე დიდი რაოდენობით თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) შეიძინა, ვიდრე რუსეთსა და აშშ-ს შორის დიზელის საწვავზე შეთანხმება ოდესმე მოიტანდა. ასე რომ, ევროპაც არ არის წმინდანი", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

გარდა ენერგეტიკული თემებისა, რუტემ ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არსებულ ურთიერთობებზეც. მისი თქმით, ამერიკის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის დამარცხების შემდეგ, მან ტრამპს მხარდამჭერი შეტყობინება გაუგზავნა და გაამხნევა: "მხნედ იყავი და გავაგრძელოთ მუშაობა".

 

დღის ამბები