06 ნოემბერი 2026,   17:48
ვრცლად
გარიცხულია სააკაშვილი, გარიცხულია ისე, რომ გარიცხვაც არ დაგვჭირვებია - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, ალიანსიდან "ნაციონალური მოძრაობის" გარიცხვას გამოეხმაურა:

"ფედერალისტები რომ მთავრობაში მოვალთ, ამ ქვეყანაში დამყარდება კანონის უზენაესობა.
კანონი იქნება უზენაესი, და არა რომელიმე პერსონის სურვილები და ახირებები.
მთავრობაში მოსვლამდეც, ყველა პარტნიორთან (და მტერთან) გვექნება ურთიერთობა წესებით.

წესის დამრღვევს ავაოხრებთ.
წესის დამცველთან ვითანამშრომლებთ.
ალიანსის სადამფუძნებლო დოკუმენტიც არის წესები.
წესებს იცავ, ალიანსში ხარ.

წესს არ იცავ - გა*მული გაქვს, იმიტომ რომ ალიანსში ყოფნის წინაპირობაა წესები.
უდიდესი სიამაყით მოგახსენებთ
უწესობის ადგილი იქ არასდროს იქნება, სადაც ჩვენ ვართ.
მე თქვენ კანონის უზენაესობას გპირდებით და არა უწესობასთან ლოლიავს.
ანუ გარიცხულია სააკაშვილი.

გარიცხულია ისე, რომ გარიცხვაც არ დაგვჭირვებია - მეტი დარდი არ გვაქვს, ისეთ დოკუმენტს შევერთებოდით, სადაც დეკლარირებული უწესოების გარიცხვა სხვებთან შესათანხმებელია.
სხვებმა თავი იმართლონ, ჩვენ ვიამაყებთ, რომ ჩვენთან წესებია უზენაესი - და ჩვენ მოვიგებთ" - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი. 

დღის ამბები