30 ოქტომბერი 2026,   20:07
ვრცლად
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა სამეცნიერო კონფერენციის "საზღვაო კვლევები და განათლება გლობალურ კონტექსტში" გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - "საზღვაო კვლევები და განათლება გლობალურ კონტექსტში", გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს საზღვაო განათლების განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ეკოლოგიური მდგრადობისა და სექტორის განვითარების პერსპექტივების შესახებ.

"ასეთი კონფერენციები ხელს უწყობს საქართველოს საზღვაო სფეროში კვლევისა და ინოვაციების განვითარებას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის. მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები, რომლებიც შუა დერეფანში საქართველოს როლის გაძლიერებას ეხება, ასევე პირდაპირ კავშირშია საზღვაო სფეროს განვითარებასთან და იმ ინიციატივებთან, რომლებიც გლობალურ კონტექსტში ხორციელდება და რომელთა მონაწილეც არის საქართველო", - აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.

კონფერენციის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე.

დღის ამბები