აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Reuters-ის ჟურნალისტს სიტყვიერად დაუპირისპირდა და მას პირადი შეურაცხყოფა მიაყენა, გამოცემას კი საშინელი უწოდა.
პრეზიდენტის გაღიზიანება ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, რომელიც დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა კანზასში საარჩევნო მიტინგს არ დასწრებოდა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა: "კანზასში გამგზავრებაზე უარის თქმა ხომ არ უკავშირდება იმას, რომ მოგზაურობით დაიღალეთ?"
ტრამპმა ჟურნალისტს უპასუხა: "ასეთი კითხვის დასმა ავადმყოფობაა. შენ ავადმყოფი ხარ". როდესაც ჟურნალისტმა განუმარტა, რომ Reuters-ს წარმოადგენდა, ტრამპმა სააგენტოც გააკრიტიკა, ჟურნალისტის გარეგნულ მხარესაც შეეხო და მას "ამაზრზრენი" უწოდა.
"ავად ხარ. ავადმყოფი ადამიანი ხარ. Reuters-ი საშინელი სააგენტოა. შეხედეთ ამ ბიჭს. ის სრულიად უფორმოა. ამაზრზენი ხარ! ფორმაში ჩადექი. საშინლად გამოიყურები" - უთხრა ტრამპმა Reuters-ის ჟურნალისტს.