საქართველოში ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სექტორის საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლების საინვესტიციო ვიზიტი ქუთაისში გაგრძელდა. მიზანი, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისა თუ გაფართოების პერსპექტივების შესწავლაა.
ჯგუფის წევრები ვიზიტის ფარგლებში ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. ტექნოლოგიურ ჰაბში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე შეეფასებინათ რეგიონის ტექნოლოგიური ეკოსისტემა, ინოვაციური ბიზნესის განვითარების პირობები და ადგილობრივი კადრების პოტენციალი.
როგორც ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე სულაბერიძე აცხადებს, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და დაეთვალიერებინათ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
"ისინი ეწვივნენ საქართველოს იუსტიციის სახლს, სადაც პირდაპირ ნახეს თუ რამდენად მარტივი არის ბიზნესს რეგისტრაცია, დაარსება და ოპერირება საქართველოდან. ამავდროულად, ეწვივნენ ქალაქ ქუთაისს და აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ენახათ და დაეთვალიერებინათ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი", - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.