გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დასრულებულია. ამ ეტაპზე ეზოსა და სათამაშო მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ერთსართულიანი საბავშვო ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, მილიონ ნახევარია.