14 ოქტომბერი 2026,   13:35
ვრცლად
14 ოქტომბერი განსაკუთრებული დღეა, მთელი ერის ზეიმია, რაც შინაარსობრივად გულისხმობს ერის მოწოდებას ქრისტეში - მამა გიორგი ფოცხიშვილი

დღეს, საქართველოში მცხეთობა-სვეტიცხოვლობა - კვართის დღესასწაული აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.

დღესასწაულის ფარგლებში მცხეთაში დილიდან დაგეგმილია მრავალფეროვანი შემეცნებითი, კულტურული და სპორტული აქტივობები, გაიმართება კონცერტი, დაჯილდოვდებიან მცხეთის საპატიო მოქალაქეები. დღევანდელი დღე ოფიციალურად უქმეა.

"14 ოქტომბერი განსაკუთრებული დღეა, მთელი ერის ზეიმია, დღესასწაულია. ადამიანები ესწრებიან საღვთო ლიტურგიას, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღესრულება, უშუალოდ წირვას აღასრულებს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე, მღვდელმთავრებთან ერთად. და არა მარტო სვეტიცხოველში, არამედ საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულება საღვთო ლიტურგია. ეს არის ერის ზეიმი და ეს არის ერის სიხარული, რაც შინაარსობრივად გულისხმობს ერის მოწოდებას ქრისტეში,"- აცხადებს მამა გიორგი ფოცხიშვილი.

დღის ამბები