13 ოქტომბერი 2026,   16:47
ვრცლად
შოთა ხაბარელი სპორტსმენების ბულინგზე: ქაცარავა იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და უმსგავსობა ჩაიდინა. ეს ადამიანი და მართლა ქვეყნის სირცხვილი შალვა ნათელაშვილი გამოდიან და ამბობენ, ბექაური თავის გვარს არცხვენსო

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა სპორტსმენების მიმართ განხორციელებულ ბულინგსა და კრიტიკაზე  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, მიუღებელია საქართველოს შიდა მტრების მხრიდან სპორტსმენების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება.  კერძოდ, ის გამოეხმაურა დავით ქაცარავასა და შალვა ნათელაშვილის განცხადებებს, რომლებმაც ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს პატრიოტიზმი დაუწუნეს და გვარის შემარცხვენელი უწოდეს. 

"მინდა გამოვეხმაურო იმ უმსგავსობებს, რასაც ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენი სპორტსმენების მიმართ ახორციელებენ. კერძოდ, ბექაური, რომელიც არის ოლიმპიური ჩემპიონი, 24 წლის ასაკში მან ორჯერ მოიპოვება ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობა და იცით ყველამ კარგად, როგორი დამოკიდებულება აქვს ქვეყნის მიმართ და როგორ უყვარს სამშობლო. გამოდის პიროვნება, გვარად ქაცარავა, ალბათ გახსოვთ, ეს იმ გუნდის წევრია, რომელმაც ჩვენს საზღვართან ჩაიხადა და ის მართლა უმსგავსობა ჩაიდინა. ეს ადამიანი გამოდის და პატრიოტ ადამიანზე, ბექაურზე ამბობს ასეთ სიტყვებს.  ასეთი უღირსი ადამიანები გვყავს. კიდევ ერთი ადამიანი, მართლა ქვეყნის სირცხვილი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ის თავის გვარს არცხვენსო. ბექაური თურმე არცხვენს თავის გვარს. როგორ შეიძლება ბექაურზე ასეთი რამე თქვა? იმიტომ გამოდის, რომ ბექაური მართლა უყვარს ჩვენს ხალხს და მართლა გმირია. არა მარტო ბექაური, ყველა ჩვენი ლეგენდარული სპორტსმენი. გამოდიან და აი ასეთი ეპითეტებით ამკობენ ჩვენს სპორტსმენებს. და ნათელაშვილი მართლა ქვეყნის შემარცხვენელია. მე მყავდა ჯემალ ნათელაშვილი ჩემი პირადი მწვრთნელი იყო. აი, იმას არცხვენს და მთელ გვარს არცხვენს, იმიტომ რომ აი ის თავისი ამ მაიმუნობით და მასხარობით ბექაურზე ასეთ რამეს ლაპარაკობს. ამიტომ მე მინდა კიდევ აქედან მივმართო ჩვენს სპორტსმენებს, დიდება მათ მოქმედებას, გმირობა მათ მოქმედებას და ასე წარმატებით გამოვლენ, მე დარწმუნებული ვარ ქვეყნისათვის სასახელოდ",- განაცხადა შოთა ხაბარელმა

დღის ამბები