14 ოქტომბერი 2026,   00:04
ვრცლად
ასე უყურებენ, რომ მე ყველაფრის უფლება მაქვს და შენ არაფრის, 320 მილიარდით ვაჭრობდნენ რუსეთთან და 320 მილიარდი ევრო გადასცეს მეომარ რუსეთს, რომელიც მათ საყვარელ უკრაინას ეომება - თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირზე

თბილისში ევროკავშირის ორმაგ მიდგომებსა და წინააღმდეგობრივ სტანდარტზე საუბრობენ. მმართველ გუშინ აცხადებენ, რომ ბრიუსელის უსამართლო მიდგომები კიდევ ერთხელ დადასტურდა დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელმაც ევროკავშირი რუსეთთან მჭიდრო ვაჭრობაში ამხილა.

მათივე შეფასებით, იმ დროს, როდესაც ევროკავშირის ეკონომიკა რუსულ რესურსებზე რჩება დამოკიდებული, ბრიუსელი სხვებისგან სრულიად საპირისპირო, რადიკალურ ზომებს მოითხოვს.

"ასე უყურებენ, რომ მე ყველაფრის უფლება მაქვს და შენ არაფრის უფლება არა გაქვს. 320 მილიარდი რა გრანდიოზული თანხაა, თუ შეუძლია ვინმეს წარმოიდგინოს. და პირველ რიგში მივმართავ ამ ევრობიუროკრატიის ადგილობრივ ადეპტებს და ესე იგი აგენტურას. აი თქვენი პატრონები 320 მილიარდით ვაჭრობდნენ რუსეთთან და 320 მილიარდი ევრო გადასცეს მეომარ რუსეთს, რომელიც მათ საყვარელ უკრაინას ეომება. აი ეს ადამიანები არიან, ვისაც ისინი ემორჩილებიან. როგორც ისინი არიან ამორალურები ამ საქციელში, ისე არიან მათი ადეპტები აქაც ამორალურები", - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები