ქუთაისში წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მთავრობის წევრებმა პედაგოგებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს.
წარმატებული მასწავლებლები სკოლების პედაგოგიური საბჭოების მიერ შეირჩნენ. ჯამში, 92 პედაგოგი დაჯილდოვდა.