24 სექტემბერი 2026,   19:48
ვრცლად
რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია, სარდლობის მეთაურის, ბრიგადის გენერალ რაზვან მარიან ტუდოსეს ხელმძღვანელობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციას თან ახლდა პოლკოვნიკი ოვიდიუ პიშკოჩიუ, საქართველოში რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშე.

შეხვედრები გაიმართა სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორ ლუკა მგელაძესა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძესთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოცდილების გაზიარების, კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლებისა და სხვადასხვა სწავლებებში მონაწილეობის საკითხები.

ვიზიტმა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შექმნა საქართველოსა და რუმინეთს შორის კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და რეგიონში მდგრადი და უსაფრთხო კიბერსივრცის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანის მნიშვნელობას.

დღის ამბები