22 სექტემბერი 2026,   03:32
ვრცლად
დონალდ ტრამპი: თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის, ის თავდასხმას ახორციელებს "ყალბ ამბებზე" 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის და  ის თავდასხმას "ყალბ ამბებზე" ახორციელებს.

ტრამპი აცხადებს, რომ ის თავისუფალ პრესას "დიდად აფასებს".

"თეთრი სახლი თავდასხმას ახორციელებს "ყალბ ამბებზე", რომელიც ჩვენს საყვარელ აშშ-ში სიმსივნესავით გავრცელდა. ის კორუმპირებული, მიზანდასახული, ყოვლისმომცველი, კოორდინირებული და უმართავია. ის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მისი შეჩერება უნდა მოხდეს, ახლავე!," - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

დონალდ ტრამპმა CNN-ს, MS Now-სა და Politico-ს, "ყალბი ამბების გავრცელების" გამო, თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. დღეს, სამივე მედიასაშუალებამ გამოაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან.

დღის ამბები