18 სექტემბერი 2026,   18:45
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. "არჩევნებს" - ლორდ ვუდი

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრის ლორდ ვუდის განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. "არჩევნებს"

"დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი გამყარების მცდელობები ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ.

რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები