17 სექტემბერი 2026,   13:25
ვრცლად
როდის მოიკრებთ გამბედაობას?! როდის გამოხვალთ შეშინებულის, დამფრთხალის პოზიციიდან?! - ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას

უუნარობა და პასუხისმგებლობისგან გაქცევა - ხაბეიშვილის მწვავე კრიტიკა ოპოზიციას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაბეიშვილი წერს, რომ შემოდგომაზე დაანონსებული მასშტაბური პროტესტი არ შედგა და პოლიტიკური ჯგუფები ქუჩის აქციებს ერიდებიან. ნაცვლად რეალური ბრძოლისა კი პოლიტიკოსების მხრიდან ხდება მხოლოდ ტელეეთერებში დროის გაყვანა და "პოლიტიკურ ველზე ტივტივი."

როდის მოიკრებთ გამბედაობას?! როდის გამოხვალთ შეშინებულის, დამფრთხალის პოზიციიდან?!

აზრზე მოდით! გამოაშკარავდა და ნათლად ჩანს, რომ უმრავლესობის ტვ-ში გამოჩენა ემსახურება უბრალოდ ტივტივს, პოლიტიკურ ველზე ტივტივს. ზოგი საერთოდ გადამალულია და ჩირგვებში იმალება.

მთელი გაზაფხული-ზაფხული იქადნებოდით, აი შემოდგომა დადგება და ასე და ისე ვიზამთო. დადგა სექტემბერი და ისევ იმალებით, გაურბიხართ რეალურ საქმეს. მზად ხართ ისევ დროის გაყვანაზე იყოთ და როგორმე ნოემბრამდე მიხვიდეთ. მერე სიცივეებს გამოაცხადებთ და ახალ გაზაფხულს დააანონსებთ. აქციის დანიშვნა ვერ გაგიბედავთ, რომ თქვათ - შევიკრიბოთ, ასიათასობით გამოვიდეთ... გამბედაობა არავის ჰყოფნის. მძიმე საყურებელია..." - წერს ლევან ხაბეიშვილი.

 

დღის ამბები