დღეს ახალი სასწავლო წლის ათვლა იწყება - 30-მდე საჯარო სკოლაში სწავლა სრულიად განახლებულ გარემოში დაიწყება. წელს სკოლაში, პირველად, 45 000 პირველკლასელი მივა.
სკოლებში სიახლეებია - დაწყებით საფეხურზე ბავშვები ფორმებით ივლიან; ასევე, შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები; მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში უკვე ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ; დაწყებით საფეხურზე 100 სკოლაში იხსნება რობოტიკის კლუბი, ხოლო საბაზო საფეხურზე, დამატებით, 100 სკოლაში იხსნება სტემ კლუბი; ფართოვდება "სამხედრო საქმის" პროგრამა; ასევე, სკოლებში ამოქმედდა მობილური ტელეფონებისა და ჭკვიანი საათების გამოყენების შეზღუდვის წესი და სკოლები შესაბამისი დაცული სათავსოებით აღიჭურვა; მოსწავლეებს ემატებათ ახალი არჩევითი კურსებიც.