გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს.
ერთობლივი განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გაავრცელა. მისი თქმით, განცხადების ხელმომწერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ურყევ ვალდებულებას, უზრუნველყონ სრული პასუხისმგებლობის დაკისრება საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩადენილი დანაშაულებისთვის.
ომი და უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. უკრაინის მხარდამჭერი განცხადება ქვეყნებმა გაეროში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მიიღეს.