28 ივლისი 2026,   19:10
ვრცლად
"არიან ადამიანები, "პოლიტიკოსები", რომელთა მიზანიც არა ღირებულებების დაცვა, არამედ ღირებულებებზე შეტევა და მათი ნგრევაა" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ჩვენ ხომ ვიცით, არიან ის ადამიანები, ის "პოლიტიკოსები", რომლების მიზანი არის არა ღირებულებების დაცვა, არამედ ღირებულებებზე შეტევა და ნგრევა. აქედან გამომდინარე, არის სწორედ მათი ასეთი გააფთრებული დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის მიმართ", - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, ახალი სახალხო მოძრაობის და მის წინააღმდეგ შეტევაზე საუბრობს. 

მისი თქმით, ახალი მოძრაობის დაარსების მოწინააღმდეგეების მიზანია, ადამიანებს საკუთარი პოზიციის გამოხატვის ეშინოდეთ.

"უნდათ, ყველა და ყველაფერი ტოტალურად იყოს დაბულინგებული. ადამიანებს მართლაც თავისუფალი აზრის, საკუთარი პოზიციის გამოხატვის უნდა შეეშინდეს. არ უნდა დავუშვათ ეს, რადგან, ამ შემთხვევაში, თავისუფალი სიტყვა და თვითონ ცნება თავისუფლებისა ადამიანებში იკარგება, შიშისა და ბულინგის მსხვერპლი ხდება. ეს არის ბილწსიტყვაობა. ბილწსიტყვაობა რომ კარგი ყოფილიყო, სასკოლო პროგრამებში შევიტანდით ბილწსიტყვაობის სწავლებას. ჩვენ თუ ბოროტის ენის კულტივირება გვინდა ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ეს არის წარმოუდგენელი რამ," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები