21 ივლისი 2026,   18:00
ვრცლად
უკრაინის უმსხვილეს ქალაქებში თავდაცვის მინისტრის გადაყენებას აპროტესტებენ

უკრაინის უმსხვილეს ქალაქებში თავდაცვის მინისტრის გადაყენებას აპროტესტებენ. კიევში დემონსტრაციები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. შეკრებილები ზელენსკის მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნებას და სამხედრო ხელმძღვანელობის სრულ რეფორმირებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეებს ქუჩაში გამოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: "ხელები შორს ფედოროვისგან" და "იფიქრეთ ომის მოგებაზე და არა არჩევნებზე".

Reuters-ის შეფასებით, ეს ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ყველაზე მასშტაბური პროტესტია, რაც სამხედრო მენეჯმენტის მიმართ საზოგადოების მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებს.

დღის ამბები