19 ივლისი 2026,   20:22
ვრცლად
მიხეილ მესხის სტადიონზე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის სასარგებლოდ, 16:5 დასრულდა. სამხრეთ აფრიკამ ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

მატჩს სპორტის მინისტრის მოადგილე დაესწრო. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ასპარეზობა მე-12 ადგილზე დაასრულეს. 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველომ "მსოფლიო რაგბის" ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა.

დღის ამბები