სად უნდა უყუროთ ფეხბურთ თუ არა "რუსთავი 2-ზე" - დიდი საფეხბურთო ზეიმი ისევ გრძელდება. დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის საფრანგეთი და ინგლისი იბრძოლებენ.
ქართველ ქომაგებს "რუსთავი 2-ის" ეთერის მეშვეობით შეუძლიათ უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს ყველგან სადაც ეკრანია, მათ შორის ფან ზონებში და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში.
ერთ-ერთი ასეთი შეკრების ადგილი კი რესპუბლიკის მოედანია, სადაც "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის ორგანიზებით დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მოწყობილია ფან ზონები და კვების სივრცეები.