13 ივლისი 2026,   13:48
ვრცლად
პრემიერი: 2011 წლის 26 მაისს, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოამწყვდია, უმოწყალოდ დაარბია, რამდენიმე მომიტინგე მოკლა, ამ და სხვა ამაზრზენ ქმედებებს დასავლური ბიუროკრატია კრიტიკული განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია

"დიპ სტეიტის" გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კონკრეტული მოვლენების ზედაპირული ანალიზითაც კი მარტივად დგინდება, შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველოს უცხოური აგენტურა - "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი მართავდა, დასავლური ინსტიტუტები "დემოკრატიის შუქურად" მოიხსენიებდნენ და მის მიმართ ქებას არ იშურებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების უმრავლესობა არა საკუთარ ქვეყანას და ხალხს, არამედ "დიპ სტეიტს" წარმოადგენს, "დიპლომატების" ამგვარი ქმედებები იოლად აიხსნება.

"როდესაც საქართველოს უცხოური აგენტურა - "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი მართავდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჰქონდა მოშლილი, რაც მრავალი სისტემური პრობლემით ვლინდებოდა. უხეში ავტორიტარიზმი, ადამიანის უფლებების სისტემური და უხეში დარღვევა, გაყალბებული არჩევნები, უკანონო პატიმრებით გადავსებული ციხეები, სადამსჯელო ინსტრუმენტად ქცეული სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეკეტი, გარე დაკვეთით დაწყებული და ორ დღეში წაგებული ომი - ეს იმ პრობლემების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებიც "დიპ სტეიტის" აგენტურის ავტორიტარულმა მმართველობამ საქართველოს შეუქმნა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედ რეჟიმს "დიპ სტეიტის" გავლენით მოქმედი დასავლური ინსტიტუტები "დემოკრატიის შუქურად" მოიხსენიებდნენ და მის მიმართ ქებას არ იშურებდნენ.

ყველას გვახსოვს 2011 წლის 26 მაისი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოამწყვდია და ისე, რომ გასვლის საშუალებაც კი არ მისცა, უმოწყალოდ დაარბია, ხოლო რამდენიმე მომიტინგე მოკლა. მაშინ, ხელისუფლების ამ და სხვა ამაზრზენ ქმედებებს დასავლური ბიუროკრატია არათუ რეზოლუციებით, ერთი კრიტიკული განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია. მეტიც, საფრანგეთის მაშინდელმა ელჩმა რეჟიმის გამართლებაც კი იკადრა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების უმრავლესობა არა საკუთარ ქვეყანას და ხალხს, არამედ "დიპ სტეიტს" წარმოადგენს, "დიპლომატების" ამგვარი ქმედებები იოლად აიხსნება,"- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები