თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობ. უკვე შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი, რომელმაც პირველი შეხვედრა უკვე გამართა. ზარალს კი სპეციალური კომისია ითვლის.
სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობის შესახებ ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურს აკეთებენ, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს ზიანის დათვლა და აღმოფხვრა.
"რაც პირველადი დათვალიერებით ჩანს, დიდია ზიანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის რეაგირება, რასაც სახელმწიფო აკეთებს. ყველა სამინისტრო ჩართულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში იყოს ზიანი შეფასებული, დათვლილიც და აღმოფხვრილიც.
აქტიურად მიმდინარეობ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აღდგენითი ღონისძიებები. ცხადია, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც იქნება შეფასებული ზიანი. მნიშვნელოვანია, არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანდა, დროულად იყოს აღდგენილი", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.