11 ივლისი 2026,   15:08
ვრცლად
ჩინეთს ტაიფუნი "ბავი" უახლოვდება - ასიათასობით ადამიანი ევაკუირებულია

ჩინეთმა, ტაიფუნ "ბავის" მოახლოების გამო, შაბათს 600 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ქარიშხალმა ძლიერი წვიმებითა და ქარით უკვე გადაუარა იაპონიის სამხრეთით მდებარე საკიშიმას არქიპელაგს, ასევე ჩრდილოეთ ტაივანსაც.

მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტაიფუნი "ბავი" გრილ ზღვრბში გადაადგილების გამო სუსტდება და ნელა მოძრაობს, ის ჯერ კიდევ ძალიან საშიშია, რადგან მის ღრუბლებში უზარმაზარი რაოდენობის ტენია. ეს წვიმის სისტემა იმდენად დიდია, რომ ერთი ბოლოდან მეორემდე დაახლოებით საფრანგეთის ტერიტორიას უტოლდება.

ვარაუდობენ, რომ შტორმი "ბავი" კვირა დილით ადრე, ვენჯოუს რეგიონს დაატყდება თავს, სადაც დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

დღის ამბები