სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით ის ბექა ჭულუხაძეა. დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები - მიზანი 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების დროს დივერსიული აქტების მოწყობა იყო.
უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან.
დაკავებულის ადვოკატის გაიოზ ჩარკვიანის თქმით, ჯერჯერობით, საქმის მასალებსა და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბექა ჭულუხაძე თავს ცნობს უდანაშაულოდ. შევხვდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ამის შემდეგ მექნება გარკვეული სახის ინფორმაცია. ამ დროისათვის არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. საქმის მასალებს ვიცნობ, მაგრამ აქედან გამომდინარე საქმე სასამართლოშია გადაცემული და იქ მიმდინარეობს არსებითი განხილვა" - აცხადებს ადვოკატი.
ავტორი: ნანა გოგატაძე