09 ივლისი 2026,   02:20
ვრცლად
ცენტრალურ ჩინეთში ტორნადომ 17 ადამიანი იმსხვერპლა - ქვეყნის სანაპიროს ტაიფუნი "ბავი" უახლოვდება

ცენტრალურ ჩინეთში მომხდარმა ტორნადოებმა და შტორმებმა, სულ მცირე, 17 ადამიანი იმსხვერპლა, ასობით დაშავდა და ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. პრეზიდენტმა სი ძინპინმა „ყოვლისმომცველი“ სამაშველო სამუშაოების დაწყების ბრძანება გასცა. ინფორმაციას გამოცემა aljazeera ავრცელებს.

გუანსინის პროვინციაში, ტაიფუნ „მაისაკის“ მიერ გამოწვეულმა ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობამ, სულ მცირე, ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რეგიონულმა ხელისუფლებამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სულ მცირე 130 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული, თუმცა 11 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

მედიის ცნობით, გუანსის პროვინციაში 40-მდე მდინარე და წყალსაცავი კალაპოტიდან გადმოვიდა, წყალდიდობის გამო, რეგიონში განგაშის უმაღლესი - წითელი დონე გამოცხადდა.

aljazeera სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით იტყობინება, რომ ხუბეის ცენტრალურ პროვინციაში, ჭექა-ქუხილისა და ძლიერი ქარის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა, ერთი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად, დაახლოებით 5 000 სახლი დაზიანდა, 22 კი ჩამოინგრა.

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, მაშველებმა „ყველა ღონე უნდა იხმარონ“ საგანგებო ოპერაციების ორგანიზებისთვის.

 

 

 

 

დღის ამბები