28 ივნისი 2026,   03:05
ვრცლად
ელენე ხოშტარიას მიერ შერჩეულმა ექიმმა დაუყოვნებლივ შეხვედრასა და რეაგირების შეთავაზებაზე განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო ორშაბათს საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა - სპეციალური პენიტენციური სამსახური

მსჯავრდადებულ ელენე ხოშტარიას მიერ შერჩეულმა ექიმმა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეხვედრისა და რეაგირების შეთავაზებაზე განაცხადა, რომ ორშაბათს საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა - ამის შესახებ "რუსთავი2"-ს სპეციალურ პენიტენცურ სამსახურში განუცხადეს.

"მას შემდეგ, რაც მსჯავრდადებულის მოთხოვნით შერჩეულმა ექიმმა ელენე ხოშტარია მოინახულა და მოგვიანებით მედიასთან განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაუკავშირდა აღნიშნულ ექიმს.

მას შესთავაზეს გენერალურ დირექტორთან ერთად შეხვედრა, რათა დეტალურად განეხილათ მსჯავრდადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლო სამედიცინო რეკომენდაციები. შეთავაზება ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ შეხვედრასა და რეაგირებას, თუმცა ექიმმა განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო ორშაბათს საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა", - განმარტეს უწყებაში.

დღის ამბები