26 ივნისი 2026,   15:21
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა 2 157 000 მიწის ნაკვეთი, ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა

ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა.

"აიზომა მთლიანობაში დღემდე 2 157 000 მიწის ნაკვეთი, დარეგისტრირდა აქედან 1 551 000 მიწის ნაკვეთი. ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა, რომელიც განხორციელდა კადასტრის მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები