საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია. ალექსანდარ ვუჩიჩი თბილისში მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტს ეკონომიკის მინისტრი დახვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ათონელის რეზიდენციაში 15:30 საათზე დაიწყება და მას "კურიერი" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა.