11 ივნისი 2026,   23:06
ვრცლად
ბრძოლა უკანონო მაინინგის წინააღმდეგ - სვანეთში საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

სვანეთში, კიდევ ერთი უკანონო კრიპტოსაწარმოდან სამართალდამცველებმა დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოიღეს. მუნიციპალიტეტის ელექტრომომარაგების ხარჯზე ციფრული ვალუტის გენერირება კუსტარულად მოწყობილ სივრცეში ხორციელდებოდა.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად ხდებოდა არალეგალური შემოსავლების მიღება და დანაშაულებრივი სქემის ავტორები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას უკანონოდ მოიხმარდნენ.

მესტიაში უფასო ელექტრომომარაგება დანაშაულებრივ სქემად რომ იქცა, ამაზე პირველად საჯაროდ ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. მთავრობის ინიციატივით, საქმეში მალევე სამართალდამცველები ჩაერთვნენ და მესტიაში, არაერთი ლოკაციიდან ათობით მაინინგი ამოიღეს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრში იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, რასაც სხვა 15 ქალაქში ერთად.

მოსახლეობის ელექტრომომარაგების ხარჯზე გამდიდრება მიუღებელია თავად ადგილობრივებისთვის. უკანონო მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლას მესტიაში დადებითად შეხვდნენ, რადგან კრიპტოვალუტის გენერირებისთვის ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება, პრობლემებს პირველ რიგში, იქ მცხოვრებ ოჯახებს უქმნის - მართლსაწინააღმდეგო შემოსავლების პრევენციის მიზნით, მთავრობა უფასო ელექტროენერგიაზე გონივრულ ლიმიტს დააწესებს.

სვანეთში საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები