ირანის უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ, აშშ-ის თავდასხმების შემდეგ, ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სარდლობის ცნობით, სრუტე დაკეტილია ნავთობის ტანკერებისა და სავაჭრო გემებისთვისაც.
განცხადების თანახმად, ნებისმიერ გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლას შეეცდება, ცეცხლს გაუხსნიან.