11 ივნისი 2026,   00:15
ვრცლად
"კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში და არამხოლოდ, ზოგადად, ვისაც უვიზო მიმოსვლა შეიძლება ჰქონდეს და აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, ყველა კრიტერიუმით" - ირაკლი კირცხალია

"კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში და არამხოლოდ, ზოგადად, ვისაც უვიზო მიმოსვლა შეიძლება ჰქონდეს და აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და არა მხოლოდ ჩვენ ვამბობთ, მათივე ინსტიტუტები ამბობენ ამას, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში და არა მხოლოდ, ზოგადად, ვისაც უვიზო მიმოსვლა შეიძლება ჰქონდეს და აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით. ჩვენ ვხედავთ, სრულად ჰარმონიზებულია ჩვენი საკანონმდებლო სივრცე ზუსტად იმ ტექნიკურ მოთხოვნებთან და იმ ხელშეკრულებასთან, რომელშიც ჩვენ ვართ ევროგაერთიანებასთან ერთად. მაგრამ, აქაც გავიხსენოთ რამდენიმე თვის წინ მიღებული, ასევე, იმ ხელდასმული პოლიტიკოსების მხრიდან, და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა იყო ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი ყველაზე მთავარი მასტიმულირებელი ამ გადაწყვეტილების, რომ ამ ტექნიკურ მონაცემებში შეიკრიბნენ, გამონახეს დრო, ჩაწერეს პოლიტიკური მდგენელი და პოლიტიკური ასპექტი, სადაც მათ შეუძლიათ ილავირონ ისევე ორმაგი სტანდარტით, როგორც, პირობითად, მოლდოვასთან," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

 

 

დღის ამბები