10 ივნისი 2026,   21:05
ვრცლად
სამხრეთ აფრიკაში 10-ზე მეტმა თავდამსხმელმა 12 ადამიანი მოკლა

სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში, მასობრივი სროლის დროს, 12 ადამიანი მოკლეს. როგორც CNN-ი წერს, საქმეში 10-ზე მეტი თავდამსხმელი ფიგურირებს. ისინი მცირე ზომის ავტობუსით გადაადგილდებოდნენ.

პოლიციის განცხადების თანახმად, თავდამსხმელებმა მოძრავი ტრანსპორტიდან გახსნეს ცეცხლი - ესროდნენ ადგილობრივებს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციის ცნობით, დაღუპულია ცხრა მამაკაცი და სამი ქალი. თერთმეტი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი მოგვიანებით, საავადმყოფოში.

მედიის ცნობით, აღნიშნულ დასახლებაში ხშირია დაპირისპირება სხვადასხვა დაჯგუფებას შორის. მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არალეგალური სამთო საქმიანობა და ამ სფეროში გავლენებისთვის ბრძოლაა.

დღის ამბები