10 ივნისი 2026,   20:08
ვრცლად
თბილისში აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის საერთაშორისო კონფერენცია იმართება

თბილისში აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

ღონისძიება სახელწოდებით, "მეც შემიძლია კომუნიკაცია," ეძღვნება თანამედროვე მიდგომებსა და დამხმარე ტექნოლოგიებს.

კონფერენცია განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, სპეციალური მასწავლებლებისთვის, ენისა და მეტყველების თერაპევტებისთვის. კონფერენციის მიზანია საქართველოში აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის სფეროს განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

დღეს აქ ვხედავთ იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელთა დანერგვაზეც საქართველოში ადგილობრივ უნივერსიტეტებთან, "კონსორ ჯორჯიასა" და ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით ვმუშაობთ. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჩეხი პარტნიორების გამოცდილებასა და ცოდნას, რომელსაც ისინი ქართველ სტუდენტებსა და მშობლებს უზიარებენ, რითაც ხელს უწყობენ ინკლუზიური განათლებისა და საზოგადოების განვითარებას. ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ექნებათ არჩევანის თავისუფლება," - განაცხადა "ქონსორთ ჯორჯიას" წარმომადგენელმა, ქამილ მათამ.

"ჩემი სპეციალიზაცია დამატებითი და ალტერნატიული კომუნიკაციაა. ამ მიმართულებით ჩეხეთში ვასწავლი სპეციალური საჭიროებების მქონე განათლების სტუდენტებს და ასევე პრაქტიკულად ვმუშაობ იმ ადამიანებთან, რომლებსაც კომუნიკაციის განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ, რათა მათაც ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი სურვილები, აზრები და საჭიროებები.მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, ეს კონფერენცია გაიმართა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება დამატებითი და ალტერნატიული კომუნიკაციის შესახებ," - აღნიშნა პალაცკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა, ჯარომიტ მაშტალირჟიმ.

 

დღის ამბები