07 ივნისი 2026,   11:52
ვრცლად
გადახდილი სახურავები, დასეტყვილი ვენახები და ნაკვეთები - ახმეტაში სეტყვით და ძლიერი ქარით მიყენებულ ზარალს ითვლიან

სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

გადახდილი სახურავები, დასეტყვილი ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები - ფერმერები სტიქიის შედეგებს ითვლიან.

უამინდობამ ზიანი მიაყენა პანკისის ხეობას, სოფელ საკობიანის, ალვანს, ალავერდს, ოჟიოსა და კოღოთოს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდებოდა, დაისეტყვა ვენახები, ერთწლიანი კულტურები და ხეხილის ბაღები.

ძლიერი   ქარის გამო, ალვანში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. 

ახმეტის მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის შედეგების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და ზარალის ოდენობას აზუსტებენ.

დღის ამბები