04 ივნისი 2026,   16:20
ვრცლად
გრიგოლ გეგელია: ამერიკა სწორად მოქმედებს, მას სურს, საქართველოსთან სტრატეგიული მეგობრობის რეჟიმი შეინარჩუნოს

აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების მზადყოფნას ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები აფასებენ. პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ საქართველო ამერიკისთვის კვლავინდებურად რჩება მნიშვნელოვან ინტერესთა სფეროდ.

"რა თქმა უნდა, აშშ არის დაინტერესებული იმით, რომ მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება, რადგან საქართველო ამერიკისთვის იყო, არის და მუდამ იქნება, ასეთი რეჟიმის ფონზეც კი, მნიშვნელოვანი ინტერესის სფერო. ამერიკა არის სწორი, მას სურს, რომ საქართველოსთან შეინარჩუნოს სტრატეგიული მეგობრობის რეჟიმი," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები