04 აგვისტო 2026,   05:50
ვრცლად
ბათუმში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იხსნება - შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში, საქართველოს 12 რეგიონის გუნდების მონაწილეობით გაიმართება

დღეს, ბათუმში სტარტს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი აიღებს.

შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს შორის, საქართველოს 12 რეგიონის გუნდების მონაწილეობით გაიმართება.

ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს ქულათა ჯამური მაჩვენებლით აჩვენებს.

ფესტივალის გახსნამდე, დღეს, ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს და საორგანიზაციო საკითხები საბოლოოდ შეაჯამეს.

დღის ამბები