ოპოზიცია მკვდრადშობილი გაერთიანებაა, შეუძლებელია ერთმანეთთან შეუთავსებელი ადამიანების ერთად თავმოყრა და იმის იმედი, რომ ერთად რაღაცას გააკეთებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციას დიალოგი ერთმანეთთანაც კი არ შეუძლია და მათი ერთიანობა მხოლოდ წინა ხელისუფლების ავტორიტარული მართვის სტილით იყო შენარჩუნებული. პარლამენტარი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ფიგურები გრანტებისთვის იბრძვიან და უცხოელ პატრონებს ცდილობენ დაანახონ, ვინ არის მთავარი ოპოზიციური ძალა.
"ოპოზიცია მკვდრადშობილი გაერთიანებაა, შეუძლებელია ერთმანეთთან შეუთავსებელი ადამიანების ერთად თავმოყრა და იმის იმედი, რომ ერთად რაღაცას გააკეთებენ. დიალოგი ერთმანეთთანაც კი არ შეუძლიათ, არათუ საზოგადოებასთან და ოპონენტებთან. წინა ხელისუფლებაში ერთად იყვნენ, რადგან მართვა ავტორიტარული სტილით ხდებოდა და ვერაფრის თქმას ბედავდნენ. ეს ფაქტორი როგორც კი მოიშალა, ვხედავთ, როგორი თავსებადი არიან, დესტრუქციულები არიან. როგორც ჩანს, ამ დესტრუქციული აზროვნების მქონე ადამიანების სელექცია და თავმოყრა ხდებოდა. მათ შორის ბრძოლა მიმდინარეობს, ვინ მოიპოვებს იმ გრანტებს, რომლის მიცემასაც მარტა კოსიც კი დაჰპირდა. თავის წარმოჩენას ცდილობენ, რომ ლიდერი თავად არიან, მოთხოვნებს შეასრულებენ და უმჯობესია, თანხები მათზე დახარჯონ. თავის უცხოელ პატრონებს თავს აჩვენებენ, რონ ან ერთია მთავარი ოპოზიციური ძალა, ან მეორე. მათ მოტივაციაში აღმატებულს ნუ ეძებთ, მიწაზე დაშვებული მოტივაციაა. მათ აღარ მივმართავ, აზრი არ აქვს, მაგრამ მათ პატრონებს ვურჩევ, მათში თანხებს ტყუილად ნუ ხარჯავენ. სჯობს, ეს თანხები ბუნების დაცვას ან ახალგაზრდებს მოახმარონ, უფრო მადლობელი დავრჩებით“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.