02 აგვისტო 2026,   17:57
ვრცლად
კადრებით რაც გავრცელდა, ამ ადამიანის მხრიდან ძალადობრივი ან უკანონო ქმედება არ იკვეთება - გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებული სამართალდამცველის ადვოკატი

გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებული 6 პოლიციელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოლოდინშია.

დაკავებულებს, რომელთა სასამართლო პროცესიც რამდენიმე წუთში დაიწყება, ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინათ.

ერთ-ერთი ბრალდებული სამართალდამცველის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.

"ის თავს არ ცნობს დამნაშავედ, სხვა დეტალებზე სხდომის შემდეგ ვისაუბროთ. კადრებში ფიგურირება არ ნიშნავს იმ ბრალდების დადასტურებას, რომელიც ბრალად ედება - მას ბრალად ედება ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება, თუმცა იმ კადრებით, რაც გავრცელდა, ამ ადამიანის მხრიდან რაიმე ძალადობრივი ან უკანონო ქმედება არ იკვეთება. ოფიციალური გამოძახების საფუძველზე მივიდა შემთხვევის ადგილას და იმყოფებოდა იქ," - აცხადებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც პირის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა.
დაშავებული პაპუნა ლოცულაშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო ინციდენტის დროს დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელი მკურნალობას გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.



ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები