ჩრდილოეთ ისრაელში, ლიბანის საზღვართან ახლოს, "ჰეზბოლას" თავდასხმის შედეგად, ისრაელის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი რეზერვისტი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი "ცაჰალზე" დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დრონის თავდასხმის შედეგად დაღუპული ჯარისკაცი 20 წლის იყო.
როგორც CNN-ი წერს, ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ, ისრაელის 11 ჯარისკაცი დაიღუპა, მათგან 7 დრონების თავდასხმას ემსხვერპლა.