გვიან ღამემდე იკითხებოდა გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი. სამართალდამცველების მიერ დაკავებული პაპუნა ლოცულაშვილი პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა. გამოკითხვის შემდეგ, ის თბილისში სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს.
პროკურატურამ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო. საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელიც ე.წ. კომბინატის დასახლებაშია გადაღებული. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით. ამ დრომდე ხორციელდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების შედეგები საზოგადოებას უმოკლეს დროში ეცნობება.