ესპანეთის პოლიციამ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის „სოციალისტური პარტიის“ შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამართალდამცველები ცდილობდნენ მტკიცებულებების შეგროვებას საქმეზე, რომელიც მმართველი პარტიის სავარაუდო უკანონო დაფინანსების მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
ჩხრეკა კი მას შემდეგ ჩატარდა, რაც ქვეყნის სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს და სანჩესის საკვანძო მოკავშირეს ფულის გათეთრებაში, გავლენით ვაჭრობაში და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში წაუყენა ბრალი.