ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე 25-მა გემმა, მათ შორის ნავთობტანკერებმა გაიარა მას შემდეგ, რაც მათ მისი სამხედრო-საზღვაო ძალებისგან ნებართვა და უსაფრთხოების კოორდინაცია მიიღეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიIRGC-ის საზღვაო ძალებმა აღნიშნეს, რომ გემები, რომელთა შორის იყო საკონტეინერო ხომალდებიც, სტრატეგიულ საწყლოსნო გზაზე "გასული დღე-ღამის" განმავლობაში გადაადგილდნენ, რაც მათი ძალების მიერ უზრუნველყოფილი კოორდინაციითა და უსაფრთხოებით განხორციელდა.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი ინარჩუნებენ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს, რასაც თავად "ინტელექტუალური კონტროლი" უწოდეს და გაფრთხილება გამოსცეს, რომ "ნებისმიერ აგრესიულ აქტს გამანადგურებელი დარტყმებით უპასუხებენ".
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო გასასვლელია (სტრატეგიული პუნქტია), რომელზეც გლობალური ნავთობისა და გაზის მიწოდების მნიშვნელოვანი წილი გადის.