პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სიღნაღის რაიონულმა პროკურორმა გიორგი კაკულიამ, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა: ნიკა უსუფაშვილმა და მიშიკო ჯანგულაშვილმა, ასევე მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორმა თამარ ნასყიდაშვილმა სიღნაღის რაიონის მოსახლეობასთან და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე პროკურორებმა ისაუბრეს გავრცელებულ დანაშაულებზე, მათ შორის: ნაადრევი ქორწინება, ქორწინების იძულება, ოჯახური ძალადობა, გენდერული თანასწორობა. ყურადღება გამახვილდა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების სამართლებრივ რეგულაციებზე, ასევე ნარკოდანაშაულზე.
ღონისძიებაზე განათლების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება როგორც დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობაზე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც პროკურორებმა და კოორდინატორმა მოსახლეობის და მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.