26 ნოემბერი 2026,   05:56
ვრცლად
შესრულდება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები - ბაკურ ბაკურაძე 26 მაისის ღონისძიებაზე

დედაქალაქში სადღესასწაულო მოვლენების ეპიცენტრი ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღია.

სწორედ ამ ორ ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში, მიმდინარეობს კულტურული, სპორტული, გასართობი და საბავშვო ღონისძიებები.

დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რეჟისორმა და "მედია ჰოლდინგის" სამხატვრო ხელმძღვანელმა. ბაკურ ბაკურაძის განცხადებით, დღევანდელ ღონისძიებაზე მოქალაქეები თემატიკიდან გამომდინარე, ქვეყნის საუკეთესო კომპოზიტორების მიერ შესრულებული ნაწარმოებებს მოისმენენ.

"კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი და ბენდი, მუსიკოსებთან ერთად. კონცერტში მონაწილეობს თითქმის ყველა სახელმწიფო ანსამბლი, წარმოდგენილნი იქნებიან ჩვენი ვარსკვლავები. თემატიკიდან გამომდინარე, შესრულდება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო კომპოზიტორების მიერ შესრულებული ნაწარმოებები. იმედი მაქვს, ტელემაყურებელიც და დამსწრე საზოგადოებაც სიამოვნებას მიიღებს", - განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

დღის ამბები