04 აგვისტო 2026,   17:11
ვრცლად
ღონისძიება, როგორც ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის ძალიან მაღალი დონის მიღწევაა - მაია ომიაძე ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე

საქართველო ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა შანხაის ორ აეროპორტში, ცენტრალურ მოედნებზე - სულ 400-ამდე ლოკაციაზეა გამოფენილი. გამოფენის გახსნამდე, საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-ამდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, ეს ღონისძიება, როგორც ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.

"ეს ღონისძიება, როგორც ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის ძალიან მაღალი დონის მიღწევაა, ჩვენთვის სტრატეგიულად ბაზარზე - ჩინეთში. ვფიქრობთ, რომ ერთობლივად მოვახერხებთ საქართველოს ძალიან მაღალი ცნობადობის გაზრდას, ჩვენი ქვეყნის მაღალ დონეზე წარმოჩენას, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოში ბევრად მეტ მოგზაურს ჩამოიყვანს", - განაცხადა მაია ომიაძემ.

დღის ამბები