01 აგვისტო 2026,   10:37
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიმითის მე-3 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიმითის მე-3 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ახალი ხიდი, გზის მიერთებები და სანიაღვრე არხები.

ამ ეტაპზე, 2 550 მეტრი-სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დღის ამბები