02 აგვისტო 2026,   06:55
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად სამედიცინო დაწესებულებაში ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო. პროგრამის ახალი კომპონენტი სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს უზრუნველყოფს.

მიხეილ სარჯველაძემ დიაგნოსტიკისა და ამბულატორიის განყოფილებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნო. კლინიკის ექიმებთან და ხელმძღვანელთან ერთად განიხილა ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული შესაძლებლობები, ამასთან, ისაუბრეს ბენეფიციართა საჭიროებებსა და პროგრამის ეფექტურად მართვის საკითხებზე.

მინისტრის განცხადებით, ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს - მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.

აღასანიშნავია, რომ გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის მიმართულებით სახელმწიფომ დაფინანსება დაფინანსების გაზრდაზე, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და მართვის შესაძლებლობებს. 

დღის ამბები