04 აგვისტო 2026,   05:50
ვრცლად
თავისუფლების მოედანზე 26 მაისისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე 26 მაისისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს დილიდან, თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად რეპეტიციას გადიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ.

თბილისის გარდა, წვევამდელები ფიცს საზეიმოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. 26-ს მაისს, ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება. 

დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე ფიცის დადებისა და საზეიმო ღონისძიების დასასრულს, საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.  

"თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა ემზადება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 13 რეგიონში ახალწვეულები დადებენ ფიცს, მათ შორის, თავისუფლების მოედანზე. 21 ქალაქში იქნება სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა და საზოგადოებას ექნება საშუალება, მთელი დღის განმავლობაში ნახონ ტექნიკა, გადაიღონ სურათები, გაეცნონ თავდაცვის ძალების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას. რაც შეეხება თვითონ 26 მაისს, ის იქნება გრანდიოზულად ჩატარებული. თავდაცვის ძალების მთლიანი შემადგენლობა იქნება ჩართული", - ამბობს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი.

დღის ამბები